ახალი ამბები

რა შეკითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობას ფინანსთა მინისტრთან

16 მაისი, 2013 • • 978
რა შეკითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობას ფინანსთა მინისტრთან

“მე მოვისმენ მათ კითხვებს და ყველა კითხვას გავცემ ამომწურავ პასუხს. მზად ვართ ჩვენ იმისათვის, რათა სრული სურათი წარმოვადგინოთ, რა ხდებოდა 2012 წელს, რა წინაპირობები იყო 2013 წლითვის და რა ხდება ახლა საქართველოს ეკონომიკაში. შემდეგ იქნება კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა, სადაც ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ინფორმაციას 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ და იმ ტენდეციებს, რაც არის საქართველოს ეკონომიკაში. “

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ კითხვები 2013 წლის ბიუჯეტზეც აქვთ: 

 

“მიმდინარე წლის ბიუჯეტთან გვაქვს კითხვები. რაც შეეხება 2012 წლის ბიუჯეტს, თქვენ მოისმინეთ თვითონ შესრულებაზეც. ჩვენ კომიტეტებშიც დავუჭირეთ 2012 წლის ბიუჯეტს მხარი. ახლა ვსაუბრობთ წლევანდელ წელთან დაკავშირებით, რა არის პრიორიტეტები ახლა, გვექნება კითხვები იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არის ქვეყანაში; საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებით. რატომ არის შემოსავლები შემცირებული, ბრუნვაც შემცირებულია, იმპორტიც და თვითბრუნვაც. ამ კითხვებს კიდევ დავსვამ. კამათი გამოიწვია, მაგალითად, ფინანსთა მინისტრის ხედვამ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვაუჩერებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ის ამბობდა, რომ შარშან არ უნდა გაცემულიყო ვაუჩერი ყველასთვის, მაგრამ წელს ხომ სასოფლო-სამეურნეო ბარათი ყველაზე გაიცა?! იგივე უფასო წიგნებთან დაკავშირებით, მინისტრი მარგველაშვილი ამბობს, რომ ყველას უნდა დაურიგდეს. მინისტრი ხადური ამბობს, რომ ის წინააღმდეგია, რომ ის ვაუჩერი დაურიგდა მდიდარსაც და ღარიბსაც. ნუ, ეს საქართველოში პირობითი ცნებაა, მდიდარი და ღარიბი. ასევე, სოფლის მეურნეობის პერსპექტივასთან დაკავშირებით. წელს ეს პროექტი დააფინანსა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ“, არ დაფინანსებულა ბიუჯეტიდან. მომავალ წელს რას აპირებს, თუ იმის იმედი აქვს მთავრობას, რომ წელს გლეხები ურიკებს და ფორცხებს რომ იყიდიან და მოსავალს რომ მოიყვანენ, აქედან დააფინანსებენ სოფლის მეურნეობას?“

 

ხადურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კონსტიტუციის შესაბამისად 2012 წლის ბიუჯეტს იხილავენ, ის მზადაა 2013 წელზეც ისაუბროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი