WHO: ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) 1992 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან და ის შეფასებულია როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დააავდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ კი აღნიშნული ნაბიჯი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1973 წელს გადადგა, კვლევების საფუძველზე შეცვალა მიდგომები და ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალური დაავადებების სიიდან.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ კი დღეს, 2013 წლის 16 მაისს განაცხადა: “ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები, ფსიქოლოგია, მედიცინა, ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდომეცნიერულ შეხედულებებს”. 

 

ილია მეორემ აღნიშნული განცხადება 17 მაისს ჰომოფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის დღეს  LGBT უფლებების დასაცავად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. პატრიარქმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ  აღნიშნული აქციის ორგანიზატორებს გაუუქმოს აქციის ჩატარების ნებართვა.

 

გარდა ამისა, თავად LGBT საზოგადოება ტერმინს “ჰომოსექსუალიზმი” შეცდომად მიიჩნევენ, რადგან ეს არ არის რაიმე მოძღვრება ან იდეოლოგია. ტერმინი “ჰომოსექსუალობა” კი აღწერს ერთი სქესის ადამიანის სექსუალურ ლტოლვას თავისივე სქესის ადამიანის მიმართ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge