ახალი ამბებიეკონომიკა

აგვისტოში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

4 სექტემბერი, 2017 • 4071
აგვისტოში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის აგვისტოში 1 080 449 ვიზიტი განხორციელდა (27,4 %-ით მეტი 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით). აქედან ტურისტული იყო 573 368 ვიზიტი (27,2%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ტრანზიტული –  274 878 ვიზიტი, სხვა მიზნით –  232 203 ვიზიტი.

2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა.

“ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად, 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა”, – აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი