ახალი ამბები

1,5 მილიონი ლარი კაცხის სვეტთან კელიებისა და მომლოცველთა სახლის რეკონსტრუქციისთვის

4 სექტემბერი, 2017 • 3667
1,5 მილიონი ლარი კაცხის სვეტთან კელიებისა და მომლოცველთა სახლის რეკონსტრუქციისთვის

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში მდებარე კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა. ფონდს მშენებლობისთვის 1 მილიონ 539 ათას 592 ლარი აქვს განსაზღვრული [დონორი მსოფლიო ბანკია], თუმცა მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ფასი, რომელიც შეიძლება იყოს ამ სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი.

სატენდერო  დოკუმენტაციაში აღნიშნულია:

[checklist]

  • პროექტი ითვალისწინებს კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში, არსებულ არაორგანიზებულ შენობათა კომპლექსის ნაწილობრივ დემონტაჟს და მათ ნაცვლად გამართული, ერთიანი არქიტექტურული იერსახის მქონე შენობის მშენებლობას, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით სრულად დააკმაყოფილებს კაცხის სვეტის მონასტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
  • საპროექტო შენობაში განსაზღვრულია ვიზიტორთა სივრცის მოწყობა, მამათა საცხოვრებელი, სატრაპეზო, სამურნეო დანიშნულების სათავსები, საეპისკოპოსო მისაღები და მცირე სასტუმრო ოთახები.
  • რეკონსტრუქციის შედეგად სამონასტრო კომპლექსში არსებული, მომლოცველთა შენობის სართულიანობა შენარჩუნდება.
  • პროექტი ითვალისწინებს მონასტერში არსებული ერთსართულისანი (სარდაფით) და ორსართულიანი შენობების გაერთიანებას მათ შორის არსებული სივრცის გამოყენების ხარჯზე.
  • საპროექტო შენობა კარკასული ტიპისაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ახალი შენობის შიგნით უმტკივნეულოდ მოექცეს ძველი ისტორიული შენობის ნაწილი. საპროექტო შენობის მოპირკეთება ხდება ბუნებრივი ფლეთილი კირქვით, ხოლო შენობის მეორე სართულის (ეზოს მხარეს) მოპირკეთებისათვის, აგრეთვე აივნების სვეტებისა და მოაჯირებისათვის, გამოყენებულია მაგარი ჯიშის მუხის ხის მასალები, საპროექტო შენობის გადახურვა ხდება კერამიკული კრამიტით.
  • საპროექტო შენობის პირველ სართულზე, ეზოს მხრიდან, განთავსებულია ერთიანი ღია ტურისტული სივრცე საეკლესიო მაღაზიითა და დამხმარე სათავსოთი. ამავე დონეზეა განთავსებული მამათა საცხოვრებელი, დამოუკიდებელი შესასვლელითა და უკანა ეზოს მხარეს აივნით.
  • პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მონასტრის ეზოს მოპირკეთებას ფლეთილი კირქვის ბილიკებით და ეზოს სამხრეთით გალავნის განახლებას არსებული ყორე ქვის ღობის პერიმეტრზე. გალავანშივე იქნება განთავსებული მცირე საფეხმავლო კარიბჭე ისტორიული პილიგრიმული საფეხმავლო ბილიკის მიმართულებით.

[/checklist]

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

პროექტი / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, „საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან [The World Bank] დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის [RDP II] განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობისთვის“.

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

პროექტი / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები:  გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდი; ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება; ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი.

პროექტი / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

პროექტი / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

კაცხის სვეტის გამო მეკლდეურებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება

საპატრიარქოს ღობე კლდესა და მეკლდეურებს შორის

კაცხის სვეტი. ავტორი: ლევან ნიორაძე. წყარო: https://www.flickr.com/photos/leonio/7544243774/

კაცხის სვეტი. ავტორი: ლევან ნიორაძე. წყარო: https://www.flickr.com/photos/leonio/7544243774/

მასალების გადაბეჭდვის წესი