ახალი ამბები

ანონსი – 4 სექტემბერი

4 სექტემბერი, 2017 • 1975
ანონსი – 4 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 4 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი. ღონისძიება ხორციელდება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოს და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით და მისი მთავარი მიზანი ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლეკიშვილი – 599975975.

10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდება. მისამართი: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვევა პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „Praesterno Foundation“, რომელიც მუშაობს ნარკომანიის პრევენციის, ნარკოდამოკიდებულთა მხარდაჭერის და მათი სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე. ღონისძიებას დაესწრებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, დირექორის მოადგილე ხათუნა თოდაძე, პოლონელი სტუმრები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები. მისამართი: თბილისი, ქავთარაძის 21ა. საკონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური, ტელეფონი – 599296050.

11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, დავით ოქიტაშვილი და რამდენიმე თვის წინ გაერთიანებული პროფკავშირებიდან ახალგაზრდული ფრთიდან წამოსული წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.

11:30 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.

12:00 საათზე, ერთობა “ახალი საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. მისამართი: დედა-ენის ბაღი (იუსტიციის სახლის მხარეს). საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე – 551662525.

13:00 საათზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა: თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. მისამართი: სობჩაკის ქუჩა N3. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

16:00 საათზე, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალ შენობას საზეიმოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი, ვიცე პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნიან. მისამართი: წყნეთის გზატკეცილი N63 (ბაგები), თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა. საკონტაქტო პირი: ბარბარა ვატენდორფი – 599916361.

მასალების გადაბეჭდვის წესი