ახალი ამბები

ვაშლიჯვარში ხანძარი ლოკალიზებულია

3 სექტემბერი, 2017 • 2252
ვაშლიჯვარში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ვაშლიჯვარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საანგეტოს ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციებით მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, ჯერჯერობით ცნობილი არააა, თუ რა ფართობია დამწვარი, ან რას ეკიდა ცეცხლი. დამატებით ინფორმაციას ამავე მასალაში მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღესვე ხანძარი იყო ვაკის პარკთან და ლისის ტბის მიმდებარედ სოფელ წყლულეთში, რომლებიც უკვე ლოკალიზებულია. სააგენტოს ცნობით, კუს ტბის ასახვევში დამწვარია 150 კვ.მ ფართობზე ბალახი, ხოლო წყლულეთში- მიტოვებული ხის 3-4 საწყობი.

მასალების გადაბეჭდვის წესი