ახალი ამბები

გერმანიაში მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

3 სექტემბერი, 2017 • 3698
გერმანიაში მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ადლინგენში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. გერმანიის პოლიციამ აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაუდასტურა საქართველოს კონსულს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა კაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდა, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს მოძრავ სატვირთო მატარებელს. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრებს დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობებათ მომხდარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი