ახალი ამბები

სცსცს

16 მაისი, 2013 • • 1009
სცსცს

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი აღნიშნული ნაბიჯი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1973 წელს გადადგა, კვლევების საფუძველზე შეცვალა მიდგომები და ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალური დაავადებების სიიდან.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ კი დღეს, 2013 წლის 16 მაისს განაცხადა: “ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები, ფსიქოლოგია, მედიცინა, ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლადშექმნილ ფსევდომეცნიერულ შეხედულებებს”. 

 

ილია მეორემ აღნიშნული განცხადება 17 მაისს, ჰომოფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის დღეს დაგეგმილ LGBT უფლებების დასაცავად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. პატრიარქმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ  აღნიშნული აქციის ორგანიზატორებს გაუუქმოს აქციის ჩატარების ნებართვა.

 

გარდა ამისა, თავად LGBT საზოგადოება ტერმინს “ჰომოსექსუალიზმი” შეცდომად მიიჩნევენ, რადგან ეს არ არის რაიმე მოძღვრება ან იდეოლოგია. ტერმინი “ჰომოსექსუალობა” კი აღწერს ერთი სქესის ადამიანის სექსუალურ ლტოლვას თავისივე სქესის ადამიანის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი