ახალი ამბები

საფრანგეთში მუსიკალურ ფესტივალზე მეხის დარტყმით 15 ადამიანი დაშავდა

3 სექტემბერი, 2017 • 2162
საფრანგეთში მუსიკალურ ფესტივალზე მეხის დარტყმით 15 ადამიანი დაშავდა

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე (Vieux Canal) სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა მეხის დარტყმის შედეგად, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც კარვებში იმყოფებოდნენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, ერთს სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

BBC-ის ცნობით, ამ ფაქტის გამო შაბათს ყველა წარმოდგენა გაუქმდა. გამოცემის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში ხშირად საგანგებო ვითარება ცხადდება ამ რეგიონში გახშირებული მეხის გამო; მეხის დაცემის შედეგად ერთი მოზარდი 8 აგვისტოსაც დაშავდა.

მეხი - ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის © AFP

მეხი – ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის © AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი