ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

2 სექტემბერი, 2017 • 2057
“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 2 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების წარდგენის ცერემონია ქუთაისში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით 12 კანდიდატი იბრძოლებს.”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სია იმერეთში ასე გამოიყურება:

ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია

ბაღდათი – არჩილ გოგსაძე

ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი

თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე

სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია

საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი

ტყიბული – თემურ ჩუბინიძე

წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი

ჭიათურა – პაატა ნადირაძე

ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე

ხონი – ლადო ჯურხაძე

ზესტაფონი -კახაბერ მახათაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი