ახალი ამბები

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

2 სექტემბერი, 2017 • 1723
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ დააკავეს.

“1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრინდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.გ. 1980 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი