ახალი ამბები

თელავში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება

2 სექტემბერი, 2017 • 1362
თელავში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება

თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთაზე დღეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცოცხალ ძალასთან ერთად ავიაციაც შეეცდება. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის კერა მიუვალ ადგილასაა, რის გამოც საჭიროა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა.

ადგილზე მუშაობას სამი ვერტმფრენი დაიწყებს. მათ შორის- ერთი შსს-ის სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენი და ორი სამაშველო ვერტმფრენი ირანიდან. ადგილზე მუშობს 100-მდე მეხანძრე მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი