დიდ და პატარა ლილოს შორის ხევში ბალახი იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დიდ და პატარა ლილოს შორის არსებულ ხევში ხანძარია – ცეცხლი ბალახს უკიდია.

სააგენტო გვატყობინებს, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფია მობილიზებული. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.