ახალი ამბები

ჯოზეფ სმიტმა არჩევნებში მონაწილეობისთვის 520 ხელმოწერა ცესკოში შეიტანა

1 სექტემბერი, 2017 • 4379
ჯოზეფ სმიტმა არჩევნებში მონაწილეობისთვის 520 ხელმოწერა ცესკოში შეიტანა

დღეს, 1 სექტემბერს, საქართველოში მცხოვრებმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა თბილისის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის 520 ხელმოწერა შეიტანა.

სმიტმა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეიბუკგვერდზე გაავრელა. მას სურს, რომ საბურთალოს N. 03.05 ოლქის მაჟორიატრი დეპუტატი იყოს საკრებულოში.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, მისცემს თუ არა ცესკო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას, რადგან იმისათვის, რომ პირი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, რეგისტრაციამდე საქართველოში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, მას კი ამისთვის დაახლოებით ერთი თვე აკლდება.

ჯოზეფ სმიტმა დოკუმენტების შეგროვება 29 აგვისტოს დაიწყო. დასარეგისტრირებლად მას 441 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი