ახალი ამბები

ელისაშვილმა ცესკოში 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა

1 სექტემბერი, 2017 • 1709
ელისაშვილმა ცესკოში 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა

დღეს, 1 სექტემბერს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ცესკოში 19 576 ხელმოწერა მიიტანა.

ცესკოს განმარტებით, ისინი 3 დღის ვადაში შეამოწმებენ ხელმოწერების ნამდვილობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება იქ ხარვეზი, გადაუგზავნიან საინიციატივო ჯგუფს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ხარვეზების აღმოსაფხვრელად ელისაშვილს ვადა 3 დღე ექნება. ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ, თუ საკმარისი რაოდენობა იქნება, მაშინ კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირდება. ცესკოს განმარტებით, რეგისტრაციისთვის ელისაშვილს მინიმუმ 9 587 ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

საარჩევნო კომისიის მიერ 21 აგვისტოს მიღებული დადგენილების თანხმად, ელისაშვილს, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხელმოწერების შესაგროვებლად, 1 კვირაზე ნაკლები დრო ჰქონდა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი