ფოტო "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" მიერ გავრცელებული ვიდეოდა.

დაპირისპირება სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში

დღეს, 1 სექტემბერს, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა, რაც  საქართველოს “ქრისტიან-დემოკრატული პარტიის” წევრების კომისიის ტერიტორიაზე გამოჩენას მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” ბლოკში შემავალი “ქრისტიან-დემოკრატული პარტიის” განცხადებით, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია გამგეობის შენობაში ფუნქციონირებს და ამ ორი უწყების გამყოფი კარი ღიაა.

“საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამგეობაში გასასვლელი კარი არის ღია, საიდანაც კომისიის თავმჯდომარე დირექტივებს იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლიდან,”- საუბარობს პარტიის წევრი ვიდეოში. საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წვერების მიერ გადაღებული ვიდეო “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოგვაწოდა. ამ ვიდეოში პარტიის წევრი სუბრობს იმის შესახებ, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ისინი საოლქო საარჩვნო კომისიაში შევიდნენ, კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

ამ საკითხზე დღეს ცესკომ ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის წევრებმა და სხვა არაუფლებამოსილმა პირებმა ძალით გააღეს შეხვედრების დარბაზის კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია და მხოლოდ საგანმანათლებლო-სასწავლო შეხვედრებისთვის გამოიყენება და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ. მათივე ცნობით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.

ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს,”- განაცხადა ცესკომ.

ფოტო "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" მიერ გავრცელებული ვიდეოდა.

ფოტო “ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის” მიერ გავრცელებული ვიდეოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი