ახალი ამბები

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

1 სექტემბერი, 2017 • 2028
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. სააგენტოში ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ფართობია დამწვარი.

შსს-ს ცნობით, დღეს, 1 სექტემბერს  13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ მთაწმინდის ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს ვერტმფრენიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი