_MG_9868

ნინო ოძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ყელსაბამის გამო გამოეთიშა

ნინო ოძელაშვილი დღეს, 1 სექტემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამის მიზეზი გახდა ყელსაბამი, რომელიც ნინო ოძელაშვილს ეკეთა. კომენტატორმა, რომელსაც ჩემპიონატი ქართულ ენაზე მიჰყავდა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას ჯვარი ეკეთა.

როგორც “ფეისბუკზე” ნინო ოძელაშვილის გულემატკივრები წერენ, სპორტსმენს, სავარაუდოდ, დაავიწყდა ჯვრის მოხსნა, წესების თანახმად კი, შეჯიბრზე ყოველგვარი ყელსაბამით გამოსვლა სასტიკად აკრძალულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი