ახალი ამბები

შსს: აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია

31 აგვისტო, 2017 • 1965
შსს: აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აბასთუმნის მახლობლად ხანძარი, რომელსაც 29 აგვისტოდან ებრძვიან, ლოკალიზებულია.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

მათვე ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი