ახალი ამბები

ნაფეტვრებში ბალახი და ბუჩქები დაიწვა

31 აგვისტო, 2017 • 3528
ნაფეტვრებში ბალახი და ბუჩქები დაიწვა

ნაფეტვრებში 31 აგვისტოს ხანძარი იყო –  ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. დაიწვა 3 ჰექტარი ფართობი და ერთი მშენებარე ობიექტი.

ეს ინფორმაცია  საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტმა გაავრცელა. უწყების ცნობით, 18.00 საათზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმც ალიკვიდრებული არ არის. ამავე უწყების ცნობით, ხანძარი იმდენად ახლოს იყო დასახლებულ პუნქტთან, რომ ხანძრის საცხოვრებლებზე გადასვლის საფრთხე იყო.

ადგილზე მუშაობს 20-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციამდე ნაფეტვრებში რჩებიან.

 

 

ნაფეტვრები

მასალების გადაბეჭდვის წესი