საქართველოს რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკელები: დემირელის დახურვა პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს

რესპუბიკური პარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გამო.

მათივე განცხადებით, დემირელის სკოლისა და მისი დირექტორის, ემრე ჩაბუქის, ირგვლივ განვითარებული მოვლენები “ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების შთაბეჭდილებას”.

“მიმდინარე მოვლენების ფონზე სრულიად მიუღებელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველის შემთხვევა, რადგან 2017 წლის დასაწყისში ავტორიზაცია შეუჩერეს დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს ე.წ. „შაჰინის“ სკოლას. ამ ფაქტს წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით. პარალელურად: ა) გრძელდება სამართლებრივი დავა სკოლის დირექტორის, ემრე ჩამუქისათვის, ლტოლვისის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მიერ უარის თქმის თაობაზე; ბ)საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს ამავე სკოლის მფლობელს (60%), გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასე თანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად მიღებული გადაწყვეტილებები ეჭქვეშ აყენებს მისი ყველა შტოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც უცილობლად გამოიღებს მძიმე შედეგებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით,”- ვკითხულიბთ განხადებაში.

დემირელის სკოლას განათლების ხარისხის განვითარეის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზციაზე უარი 2017 წლის 29 აგვისტოს უთხრა. ავტორიზაციის საბჭოს წევრის, გია მურღულიას განცხადებით, სკოლას მძიმე დარღვევები აღმოაჩნდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი