ახალი ამბები

პრემიერის თქმით, გამოიყოფა თანხები კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის

31 აგვისტო, 2017 • 1712
პრემიერის თქმით, გამოიყოფა თანხები კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის

მთავრობის 31 აგვისტოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ კრიზისული სიტუაციისთის მზადყოფნის გაზრდისთვის საჭირო თანხებს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ დასჭირდებათ “სისტემური ცვლილებები და ინფრასტრუქტურის განახლება”

“დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ, რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით და არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის და ვფიქრობ, რომ როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ანუ აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან არის აუცილებელი. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, მუშაობა ამ საკითხებზე. ვფიქრობ, ბიუჯეტშიც საჭირო იქნება მომავალი წლის ასიგნებების გათალისწინება და წელსაც, რაც შესაძლებელი იქნება. უფრო მომავალი წლისთვის გათვალისწინება ამ რესურსის.  ამავე დროს, ის სისტემური ცვლილებები იქნება გასატარებელი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან, ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აბასთუმნის მახლობლად ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი