ახალი ამბები

მღებრიშვილი: აბასთუმანში ცეცხლის ყველა ღია კერა ფაქტიურად ჩამქრალია

31 აგვისტო, 2017 • 1800
მღებრიშვილი: აბასთუმანში ცეცხლის ყველა ღია კერა ფაქტიურად ჩამქრალია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ცეცხლის ყველა ღია კერა ფაქტიურად ჩამქრალია:

“ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტიურად ჩამქრალია, ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და, რა თქმა უნდა, ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა და პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი”,- განაცხადა მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებთან საუბრისა.

მისივე თქმით, აბასთუმანში 1500 ადამიანამდეა მობილიზებული, 1200 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, დანარჩენები კი- ადგილობრივი მოხალისეები, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში.

მასალების გადაბეჭდვის წესი