ახალი ამბები

პრემიერი: ხანძართან ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს წახალისება ეკუთვნით

31 აგვისტო, 2017 • 1539
პრემიერი: ხანძართან ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს წახალისება ეკუთვნით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ, 31 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვინც ჩართული იყო ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, პრემიებით უნდა წახალისდნენ.

მან ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს ამ საკითხის მოგვარება დაავალა.

ბორჯომში, სოფელ დაბასთან გაჩენილ ხანძარს საქართველო ერთი კვირის განმავლობაში  საკუთარი და მეგობარი ქვეყნების ტექნიკით ებრძოდა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამაისნს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა სტიქიას. კვირიკაშვილმა გნაცხადა, რომ 3 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ხანძრის ლიკვიდაციაში.

“მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო პრემირების საკითხი უმოკლეს დროში, ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი