შტორმი ტეხასში: 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით უსახლკაროდ დარჩა

BBC-ის ცნობით, ტროპიკული შტორმის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ტეხასში, ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით უსახლკაროდ დარჩა.

BBC-ის ინფორმაციით, წყალდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს მოხალისეები თავშესაფარს სთავაზობენ. მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებულია.

შტორმი 26 აგვისტოს სამხრეთ-დასავლეთიდან დაიწყო და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, სტიქია კიდევ სამი დღე გაგრძელდება, რომელიც კენტაკის შტატში გაგრძელდება.

წყალდიდობა ლუიზიანას შტატში, აშშ. ფოტო: REUTERS

წყალდიდობა ტეხასის შტატში, აშშ. ფოტო: REUTERS

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.