ახალი ამბები

ანონსი – 31 აგვისტო

30 აგვისტო, 2017 • 1799
ანონსი – 31 აგვისტო

წარმოგიდგენთ 31 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


10:30 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საკონტაქტო პირი: თეონა ოთანაძე – 577951115.


11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, ძმები ზუბალაშვილების 36 ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა და ლაშა ლაღიძე გამართავენ პრესკონფერენციას. ლაშა ლაღიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტების გამო. საკონტაქტო პირი: ეკა ხიმშიაშვილი – 577750201.


13:00 საათზე, კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მისამართი: სასტუმრო ” ქორთიარდ მარიოტი”, დარბაზი N1.


13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “ნიქოზის” შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან: საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ კანდელაკი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვლი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მარიანა მორგოშია, გერმანელი ქორეოგრაფი ბი ვან ვარკი და ევროპული ანიმაციური ჯილდოს EAA-ს დამფუძნებელი ოლივიე კატრინი. მისამართი: სანაპიროს ქ. N4.


18:30 საათზე, კავკასიის სამართლის აკადემია გიწვევთ ახალგაზრდა მწერლის ლუკა ხატიაშვილის სადებიუტო რომანის “ადამიანთა ყოფა” პრეზენტაციაზე. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლ.გუდიაშვილის ქ. N7. საკონტაქტო პირი: ეკა ხიმშიაშვილი – 577750201.

მასალების გადაბეჭდვის წესი