ახალი ამბები

საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის “საშიშ დედას” გაგზავნის

30 აგვისტო, 2017 • 1946
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის “საშიშ დედას” გაგზავნის

საქართველოს ევროვნული კინოცენტრის ცხრაკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ამერიკის კინოაკადემიის 2017 დაჯილდოვებისთვის ანა ურუშაძის ფილმს “საშიშ დედას” გაგზავნის. ეს ფილმი გაიგზავნება “ოქროს გლობუსის” დაჯილდოვებაზეც.

არჩევანის გაკეთება ჟიურის 4 ფილმს შორის მოუწია. ეს ფილმებია:

ანა ურუშაძემ 2013 წელს დაამთავრა თბილისში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი. რეჟისორს ამ დრომდე გადაღებული აქვს ორი მოკლემეტარჟიანი ფილმი. როგორც ამბობს, მას ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი კინორეჟისორობა და სურდა მამის, რეჟისორ ზაზა ურუშაძის მსგავსად ფილმებზე ემუშავა. ის თავადვე წერს სცენარებს თავისი ფილმებისათვის. “საშიში დედა” უკვე გახდა ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეული. ვრცლად ფილმის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

ფილმის გაგზავნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხვდება ოსკარის საბოლოო ნომინანტებს შორის. უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოაკადემია განსაკუთრებული წესით ირჩევს ფილმებს. ჯერ დგება ფილმების მოკლე სია, რომელშიც 9 ფილმი შედის, საბოლოოდ კი კინოაკადემია 5 ფილმზე აკეთებს არჩევანს.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი