გალტ & თაგარტი

„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციები

სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ (GLC) 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 3 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო.

ეს არის ქართულ კომპანიებს შორის, კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთის ობლიგაციების განთავსება აშშ დოლარში. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა კიდეც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეორედ აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები GLC–ის ობლიგაციებში. ხსენებული 3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს, რაც 2014 წლის სექტემბერში გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.  განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების რიგით მეორე, წარმატებული გამოშვების შესახებ. ობლიგაციებზე  დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმზე. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა  და GLC-ი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი GLC-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აშშ დოლარში დენომინირებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის საჯარო განთავსება საქართველოში ყველაზე დაბალ საპროცენტო  განაკვეთში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა – ოთარ შარიქაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი