ახალი ამბები

ხანძარი ამტელ ჰოსპიტალში – მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს

30 აგვისტო, 2017 • 1779
ხანძარი ამტელ ჰოსპიტალში – მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს

დღეს, 30 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა ამტელ ჰოსპიტალის შენობაში, სადაც 10 კვ.მ. ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ზარის მიღებისთანავე ადგილზე 8 სახანძრო მანქანა გაგზავნა, თუმცა უმეტესობა უკან დაბრუნდა, რადგან მათი გამოყენება საჭირო არ გახდა.

მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა, როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, საავადმყოფოში ძალიან დიდი დაკვამლიანება იყო, რის გამოც მედპრესონალმა ხანძრის ლიკვიდირებამდე შენობა დატოვა. მისი თქმით, შესაძლოა გარკვეული დოკუმენტები იყოს დამწვარი, თუმცა ჯერჯერობით ეს არ იციან.

Amtel Group-მა ძველ და ამორტიზირებულ შენობაში 2011 წელს ექვსი კლინიკა შეიძინა, რომლის რენოვაციისთვის ექვს წელში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამტელ ჰოსპიტალი თბილისში, წინანდლის N9-ში მდებარეობს.

ხანძარი ამტელ ჰოსპიტალში

ხანძარი ამტელ ჰოსპიტალში. 30.08.2017. ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი