ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი “კრედიტ სვისს” კიდევ სამ ქვეყანაში უჩივის

29 აგვისტო, 2017 • 5153
ბიძინა ივანიშვილი “კრედიტ სვისს” კიდევ სამ ქვეყანაში უჩივის

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ სასამართლო დავას კიდევ სამ ქვეყანაში იწყებს. ივანიშვილი ბანკის ყოფილ თანამშრომელს მისი კუთვნილი 500 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Ifact.ge აქვეყნებს.

ბლუმბერგი ივანიშვილის ადვოკატის, ადამ რუნის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა ახალ ზელანდიაში 7 აგვისტოს დაიწყო, ბერმუდაში- 17 აგვისტოს, სინგაპურში კ ი- 25 აგვისტოს.

ივანიშვილს “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ სარჩელი შვეიცარიის სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა შეტანილი აქვს და საქმის განხილვა ნოემბერშია დანიშნული.

ყოფილი პრემიერი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს მისი ფულის არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა. ლესკადრონი აღიარებს, რომ მართლაც დაკარგა დიდძალი თანხა აშშ-ში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანია რაპტორში, სადაც ივანიშვილს ინვესტიცია ჰქონდა განთავსებული.

“კრედიტ სვისის” განცხადებით, ივანიშვილის მიერ დაწყებულ სამ ახალ სასამართლო დავაში რაიმე ახალი გარემოება არ იკვეთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი