ახალი ამბები

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ

29 აგვისტო, 2017 • 1813
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი დილას გაჩნდა. დაკვამლიანება იყო აბასთუმანშიც, დღის მეორე ნახევარში კი ქარი ამოვარდა და კვამლი გაიფანტა, თუმცა უამინდობა ხანძრის ჩაქრობას აფერხებს.

ხანძარი აბასტუმანში 29.08.17 ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ხანძარი აბასთუმანში 29.08.17 ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

ხანძრის ქრობის პროცესს ართულებს რელიეფიც. ცეცხლის კერები რთულად მისასვლელ ადგილებშია. ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლის ქრობაში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენიც.

“ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის შესახებ დამატებით ცნობებს ვერ გვაწვდიან, რადგან ცუდი კავშირგაბმულობის გამო ვერ ახერხებენ იმ პირებთან დაკავშირებას, რომლებიც უშაულოდ ცეცხლის კერებთან მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

როგორც ადგილობრივები “ნეტგაზეთთან” საუბრისას ვარაუდობენ, ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა მოდებული.

ხანძარი აბასთუმანში 29.08.17 ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ხანძარი აბასთუმანში 29.08.17 ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

აბასთუმნის ტყიდან ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს “სამხრეთის კარიბჭე“. როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაშიც ჩანს, მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივები ეხმარებიან:

მასალების გადაბეჭდვის წესი