ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ძლიერი ქვისცვენის გამო მოძრაობა დროებით აიკრძალება

29 აგვისტო, 2017 • 1367
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ძლიერი ქვისცვენის გამო მოძრაობა დროებით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფშაველი-აბანო- ომალოს მონაკვეთზე  საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა გვის 56-ე კილომეტრზე ძლიერი ქვისცვენის გამო დაწესდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების
უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი