ახალი ამბები

მიუსაფარი ძაღლის დაცვის გამო სიღნღში ქალს სცემეს

29 აგვისტო, 2017 • 2934
მიუსაფარი ძაღლის დაცვის გამო სიღნღში ქალს სცემეს

28 აგვისტოს, სიღნაღში, ძაღლის დაცვის გამო მიუსაფარი ძაღლების მომვლელი მატილდა მირზოევა ცემეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მატილდა მირზოევა “რეგინფოსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მირზოევაზე ძალადობის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“7 წელია რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო. მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. უფრო გაღიზიანდა. უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო“, – გუნცხადა “რეგინფოს” მატილდა მირზოევამ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ქალს დღეს ჩაუტარდება შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების ცნობით, დადგენილია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც ქალზე იძალადა.

„ჩემთან სიღნაღის გამგეობიდან მოვიდნენ და მითხრეს, ისე ნუ იზამ, რომ საქმე ძალიან გაართულოო. რაღა უნდა გავართულო. მიუსაფარ ძაღლებს თვითონ ვერ უვლიან, მე ვუვლი უანგაროდ, საკუთარი ხარჯებით, უამრავი ძაღლი გადავარჩინე სიკვდილს, ამის გამო მცემეს და ხმაც არ უნდა ამოვიღო?“

მატილდა მირზოევა. ფოტო: ფეისბუკი

მატილდა მირზოევა. ფოტო: ფეისბუკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი