ახალი ამბები

“შენების მოძრაობამ” მერობის კანდიდატები ქუთაისსა და თელავში წარადგინა

29 აგვისტო, 2017 • 2850
“შენების მოძრაობამ” მერობის კანდიდატები ქუთაისსა და თელავში წარადგინა

“შენების მოძრაობის” სახელით ქუთაისის მერად დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში ალუდა გოგლიჩიძე იყრის კენჭს, თელავში კი პარტიის კანდიდატი გელა გელაშვილი იქნება. კანდიდატები “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს წარადგინა.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

2017 წლის არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქები საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარეებსა და ქალაქების მერებს აირჩევენ.

კანონში ცვლილების შედეგად, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 5-მა შეინარჩუნა, ხოლო 7 თვითმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდა და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა თვითმმართველობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონპროექტს ასევე კრიტიკულად აფასებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი