ახალი ამბები

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

29 აგვისტო, 2017 • 1957
ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ორი დღე ცდილობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზუბულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც, თუმცა მისი გამოყენება აქტიურად ვერ ხერხდებოდა, რადგან ხანძრის კერებამდე მხოლოდ საფეხმავლო გზა იყო. ამის გამო ხანძრის ჩასაქრობად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი