ახალი ამბები

სექტემბერში საქართველოს ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა

29 აგვისტო, 2017 • 3403
სექტემბერში საქართველოს ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა

გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით 11-12 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და ქართველ მკითხველთან შეხვედრას გამართავს. 

სვეტლანა ალექსიევიჩის შეხვედრა მკითხველთან 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება. მათ, ვისაც ღონისძიებაზე დასწრება სურთ,  2 და 3 სექტემბერს, 12:00-დან 18:00-მდე გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N 5) უნდა მივიდნენ, სადაც ბილეთებს უფასოდ მიიღებენ. თითო ადამიანზე მაქსიმუმ სამი ბილეთი გაიცემა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან – რუსთაველის თეატრი, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს ნობელიანტი ავტორის შემდეგი წიგნები გამოსცა: „ჩერნობილის ლოცვა“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი), „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე), „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი).

სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი ზურაბ ქუთათელაძე).

მასალების გადაბეჭდვის წესი