ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

29 აგვისტო, 2017 • 1914
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა. აღნიშნულ ფაქტს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ “უპრეცედენტო” მუქარა უწოდა, – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ბიბისის ცნობით, ზღვაში გაშვებამდე რაკეტამ ჯერ ჰოკაიდოს კუნძულს გადაუფრინა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საპასუხოდ საგანგებო შეხვედრას გამართავს.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო ცდა ჩაატარა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბალისტიკური იარაღი გაისროლა.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი ტოკიოდან აცხადებს, ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი რაკეტა საკმარისად მძლავრია საიმისოდ, რომ ატომური ჭურვები გადაიტანოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი