ახალი ამბები

ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

29 აგვისტო, 2017 • 1767
ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძარი ტყეში 28 აგვისტოს საღამოს გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ადგილზე მობილიზუბულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც, თუმცა ამ ტექნიკის გამოყენება აქტიურად ვერ ხერხდება იმიტომ, რომ ტერიტორიაზე მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ საფეხმავლო გზაა.

“რაშიც გვადგება, როგორც შეგვიძლია, ვიყინებთ ამ მანქანებსაც, სულ უფუნქციოდ არაა. ასევე ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი. ჯერჯერობით ლოკალიზება არ გვაქვს. უშუალოდ ცეცხლის კერასთან ცოცხალი ძალა მუშაობს ვერტმფრენთან ერთად”,- აცხადებენ სააგენტოში.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დამწვარია ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. დღეს უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი