ახალი ამბები

სააკაშვილი: არ გამოვრიცხავ, პრემიერმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრი შეცვალოს

12 მაისი, 2013 • • 1186
სააკაშვილი: არ გამოვრიცხავ, პრემიერმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრი შეცვალოს

“მე კონკრეტულად ამ კანდიდატურაზე არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, თავის დროზე, როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა გადაწყვიტა თავისი დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა რომის საზოგადოებაზე, თავისი ცხენი აირჩია სენატში. ყველამ თავის დასკვნა გამოიტანოს, ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერ– მინისტრი ხშირად იცვლის აზრს, არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და არ გამოვრიცხავ, მან კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით”.– განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მაისს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. პრეზიდენტობის კანდიდატი  პრემიერ–მინისტრმა და მთავრობის წევრებმა დაუსახელეს საზოგადოებას. 

 

“ერთსულოვნება არის მთელ გუნდში, შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატო უნდა ილაპარაკო? სხვა კანდიდატების განხილვა არ შემდგარა”– განაცხადა ივანიშვილმა. 

 

გიორგი მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  განათლებისა და მეცნიერების მინიტრის თანამდებობას იკავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი