ახალი ამბები

დეპუტატი, რომელიც გერმანიაში ცხოვრების დროს პრემიას იღებდა, „ოცნების“ მეორე ნომერია

28 აგვისტო, 2017 • 3015
დეპუტატი, რომელიც გერმანიაში ცხოვრების დროს პრემიას იღებდა, „ოცნების“ მეორე ნომერია

ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბათუმში „ქართული ოცნების“ პროპორციული  სიის მეორე ნომერი იქნება, რაზეც თავად ირაკლი მიქელაძე ამბობს: „… ამაზე გუნდი მუშაობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამდე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

ირაკლი მიქელაძე 2017 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ბათუმის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა – ის ამ პერიოდში გერმანიაში იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, მან ამ პერიოდში აიღო როგორც ხელფასი, ასევე პრემია – მთლიანობაში 16 450 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი