ახალი ამბები

ტეხასში “უპრეცედენტო” ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან [ფოტორეპორტაჟი]

28 აგვისტო, 2017 • 2397
ტეხასში “უპრეცედენტო” ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან [ფოტორეპორტაჟი]

ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, 27 აგვისტოს მომხდარი ქარიშხალი ტეხასის ისტორიაში ყველაზე დიდია – ამის შესახებ ოფიციალური პირების განცხადებას BBC ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე ქარიშხალს “ისტორიულს” და “უპრეცედენტოს” უწოდებს.

“ისტორიული რაოდენობის ნალექი ჰიუსტონსა და მთლიანად ტეხასში. უპრეცედენტო წყალდიდობაა და წვიმა კვლავ გრძელდება. ადამიანების შემართება განსაცვიფრებელია. გმადლობთ!” – წერს ტრამპი.

ქარიშხლის შედეგად 5 ადამიანია გარდაცვლილი. ქარიშხლისგან დაზარალებულები სახლების სახურავებიდან ვერტმფრენებით გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილებზე. BBC-ის ინფორმაციითვე, ქალაქ ჰიუსტონში, რომელიც სიდიდით აშშ-ის მეოთხე ქალაქია, მაშველებმა 2 000-მდე ადამიანი გადაარჩინეს. CNN-ის პროგნოზის თანახმად, წვიმა მომდევნო 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.

ჰიუსტონი, ტეხასი. EPA-EFE/LT. ZACHARY WEST, 100TH MPAD / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES ჯარისკაცები მძიმედ დატბორილ ადგილებში მოქალაქეების დასახმარებლად მიდიან. ჰიუსტონი, ტეხასი. EPA-EFE/LT. ZACHARY WEST, 100TH MPAD / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES აშშ-ის სანაპირო დაცვა სამაშველო ოპერაციაში. EPA-EFE/PETTY OFFICER 3RD CLASS JOHANNA STRICKLAND / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES ახალგაზრდა კაცს დატბორილ ქუჩაში საკუთარი ველოსიპედი მიაქვს. ჰიუსტონი, ტეხასი. EPA-EFE/MICHAEL WYKE ჰიუსტონი, ტეხასი. EPA-EFE/MICHAEL WYKE დომინიკ დომინგესი საწყობში საკუთარ ნავს ეძებს. ქარიშხალმა "ჰარვიმ" საწყობი ძლიერ დააზარალა. როკპორტი, ტეხასი EPA-EFE/DARREN ABATE ტეხასის შტატი, როკპორტი. სხლის ნენგრევები ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ EPA-EFE/DARREN ABATE ქარიშხალი ტეხასის შტატში. EPA-EFE/DARREN ABATE

მასალების გადაბეჭდვის წესი