ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატის დეკლარირებული ქონება

11 მაისი, 2013 • • 1304
პრეზიდენტობის კანდიდატის დეკლარირებული ქონება

უძრავი ქონება:


უძრავი ქონება , რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ფლობს, შემდეგნაირად გამოიყურება: მის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, სამი მიწის ნაკვეთი ქალაქ დუშეთში. ერთის ფართობია– 946 კვ.მ, მეორე მიწის ნაკვეთის– 1200 კვ.მ, მესამე მიწის ნაკვეთის კი– 775 კვ.მ. გარდა ამისა იგი ფლობს საცხოვრებელ სახლს ქალაქ დუშეთში, რომლის ფართობიც 200 კვ.მ. 

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას, მამა თეიმურაზ მარგველაშვილი ქალაქ თბილისში 165 კვ. მ. ფართობის ბინის მფლობელია. 

ფასიანი ქაღალდები და მოძრავი ქონება::


დეკლარაციის მიხედვით ამჟამინდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. ისინი ასევე არ ფლობენ ავტომობილს. 

საბანკო ანგარიშები:


გიორგი მარგველაშვილს ორი სახელფასო ანგარიში აქვს, ერთი “თიბისი” ბანკში, ხოლო მეორე -“ბანკ ქართუში”.  “თიბისი” ბანკის ანგარიშზე მას ერიცხება თანხა 10 829 ლარის ოდენობით, ხოლო “ბანკ ქართუში”– 31 640 ლარის ოდენობით. პრეზიდენტობის კანდიდატს ასევე აქვს  ანაბარი “თი ბი სი”ბანკში, რომელზეც ერიცხება თანხა 4593 ლარის ოდენობით. 

შემოსავლები:


გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში რექტორის და ლექტორის თანამდებობაზე, ჯამში, ხელფასის სახით 57 347 ლარი ანაზღაურება მიიღო. 

დედამ, მზეანა გომელაურმა კი სამხატვრო აკადემიაში ლექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით 1931 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო.

სხვა შემოსავლები: 

პენსიის სახით მზეანა გომელაურმა და თეიმურაზ მარგველაშვილმა 1440– 1440 ლარი მიიღეს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა “გროშჰადენში” გიორგი მარგველაშვილის სახელზე ჩაირიცხა  20 000 ევრო და აღნიშნული თანხიდან დარჩენილია  7500 ევრო. 

შეგახსნებეთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მინისტრმა გაასაჯაროვა.


საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი