ახალი ამბები

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია

27 აგვისტო, 2017 • 3255
ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძრის გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ კვირა საღამოს განცხადება შინაგანა საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული, ადგილზე პრევენციისთვის მაინც დარჩება “ცოცხალი ძალა და ტექნიკა”.

ჯერ კვლავ უცნობია, რა გახდა  ხანძრის გაჩენის მიზეზი, დაწყებულია გამოძიება.  მინისტრის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსაძიებელი საქმეა.

დაზუსტებული მონაცემები, რამდენი ჰექტარი დაიწვა ბორჯომში ხანძრის შედეგად, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა სამსახურში უთხრეს, ამას სპეციალური კომისია დაადგენს, რომელიც უახლოეს ხანში შეიქმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი