ახალი ამბები

ალასანია: ჩემს კანდიდატურაზე კოალიციის შიგნით საუბარი არ ყოფილა

11 მაისი, 2013 • • 1152
ალასანია: ჩემს კანდიდატურაზე კოალიციის შიგნით საუბარი არ ყოფილა

“არ იყო ჩემზე საუბარი კოალიციის შიგნით, იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია კოალიციის ლიდერმა კარგა ხანია იცოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეული თანმიმდევრულობით  უნდა დავასრულო ის რეფორმები თავდაცვის სამინისტროში ,რაც დავიწყეთ და ამის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, ჩვენ შეთანხმებულებიც ვიყავით, მაგრამ მთავარი, გიორგიზე მინდა აქცენტი გადავიტანო, ყველა ღირსებით შემკობილი კაცია და მეც მგონია, რომ ღირსეული კანდიდატია და ამასთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს”– განაცხადა ალასანიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 მაისს, პრემიერ–მინისტრმა და მთავრობის წარმომადგენლება საზოგადოებას კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარუდგინეს.  მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  განათლებისა და მეცნიერების მინიტრის თანამდებობას იკავებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი