ახალი ამბები

კალაძე: მარგველაშვილი უპატიოსნესი ადამიანია

11 მაისი, 2013 • • 1052
კალაძე: მარგველაშვილი უპატიოსნესი ადამიანია

“ერთხმად იქნა არჩეული და მივესალმებით ამას, ის არის ძალიან კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი და მე ვამაყობ დღეს იმით, რომ ჩვენ გუნდს ჰყავს ასეთი კანდიდატურა, როგორიც ბატონი გიორგი”– განაცხადა კლაძემ. 

 

კალაძემ ტყუილი და ჭორი უწოდა მოსაზრებას იმის  შესახებ, რომ თავადაც განიხილებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად:

 

“ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და რამდენიმე სააგენტოს მიერ იყო გავრცელებული ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. მე  ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო სიცრუე და არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა”– განაცხადა კალაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 მაისს, პრემიერ–მინისტრმა და მთავრობის წარმომადგენლება საზოგადოებას კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარუდგინეს.  მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  განათლებისა და მეცნიერების მინიტრის თანამდებობას იკავებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი