ახალი ამბები

სამინისტრო: მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

27 აგვისტო, 2017 • 1912
სამინისტრო: მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბორჯომის  ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნული ავზიდან წყლის აღების დროს ვეტმფრენის ავარული  დაშვების ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან,  შეაფასებენ არსებულ ვითარებას, აიღებენ წყლის სინჯებს.

ამ ეტაპზე მყისიერად მოხდა  ხელოვნური გუბურის ლოკალიზება და მდინარეში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა ბორჯომში – ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად წყლის აღებას ცდილობდა, წყალში ჩავარდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება წყალზე განახორციელა. ამავე უწყების ცნობით, ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება 25 აგვისტოს ჰქონდა გავლილი.

ეკიპაჟის 4 წევრი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა  უტარდებათ კვლევები.

ბორჯომის ტყეში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა და ჯერ კიდევ რჩება ხანძრის მცირე კერები, რომლებზეც სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტო: გარემოს დაცვის სამინისტრო

ფოტო: გარემოს დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი