ახალი ამბები

ბუკინგემის სასახლესთან ხმლით შეიარაღებული კაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

26 აგვისტო, 2017 • 2143
ბუკინგემის სასახლესთან ხმლით შეიარაღებული კაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან ერთი ადამიანი დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით.

The Guardian-ის ცნობით, კაცს თან ჰქონდა დაახლებით 221 სანტიმეტრის სიგრძის ხმალი, რომლითაც სამ პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სამივე მათგანი საავამდყოფოშია გადაყანილი, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არაა.

26 წლის კაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ბუკინგემის სასახლე credit: BBC

BBC-ის ცნობით, დაკავებული ავტომობილით მოძრაობდა  აკრძალულ ადგილას, სანაამ მას პოლიცელები შეაჩერებდნენ. შეუიარაღებელმა პოლიციელებმა გაზის სპრეი გამოიყენეს თავდამსმხელის გასაუვნებელყოფად.

ბუკინგემის სასახლეში, რომელიც დედოფლისს საზაფხულო რეზიდენციაა, ამ პერიოდში სამეფო ოჯახი არ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი