ახალი ამბები

ქარიშხალი ჰარვი აშშ-ში – მეწყერი და ეკაკუირებული მოსახლეობა

26 აგვისტო, 2017 • 2208
ქარიშხალი ჰარვი აშშ-ში – მეწყერი და ეკაკუირებული მოსახლეობა

ქარიშხალი ჰარვი აშშ-ის შტატ ტეხასს თავს დაატყდა. მის მიერ გამოწვეული წვიმისა და ქარის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და მოსახლეობამ საკუთარი სახლები დატოვა.

The Guardian-ის ცნობით, ქარიშხლის გამო ათასობით მაცხოვრებელმა სახლები დატოვა. ევაკუაცია შეეხო სანაპიროზე გაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ საწარმოებს, ასევე, ზღვისპირა ქალაქ ჰიუსტონს.

BBC-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 22 საათზე, როდესაც ქარიშხლის სიმძლავრემ პიკს მიაღწია, გამოიწვია მეწყერი, მოთხარა ხეები და ქალაქი კორპუს ქრისტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ქარიშხლის გააქტიურებიდან 3 საათის შემდეგ შედარებით დასუსტდა, თუმცა მაინც სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება, რომელსაც შენობების დაზიანება შეუძლია.

სოციალურ ქსელ “თვითერში” მომხმარებლები წერენ, რომ ქალაქ როკფორტში საჯარო სკოლები “გაქრა”.

Fox News კი მომხმარებლებს განუმარტავს, რომ ეს არაა ოკეანე, არამედ სანაპირო ქალაქ კორპუს ქრისტის ერთ-ერთი ქუჩაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა “თვითერზე” დაწერა, რომ ფედერალური მთავრობა აკვირდება შტორმის მიმდინარეობას და საჭირო დახმარებას აღმოუჩენს ადგილობრივ მთავრობას.

მომხმარებელმა “თვითერზე” გამოაქვეყნა ფოტო დაცარიელებული სუპერმარკეტ “უოლმარტიდან”, რომელიც ქალაქ ბრაიანში, ტეხასში, ქარიშხლის არედან 297 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ამერიკის ეროვნული კოსმოსის ადმინისტრაციის (NASA) კამერებით გადაღებული ქარიშხალი.

CNN-ის ცნობით, ქარიშხალი ჰარვი პირველად ტეხასის ქალაქებს, პორტ არანსასსა და პორტ ოკონორს მიუახლოვდა, რა დროსაც ის მეოთხე კატეგორიის საშიშროებად იყო შეფასებული.

ABC news-ის ცნობით, ქარიშხალი ჰარვი ტეხასში კიდევ რამდენიმე დღე გასტანს. მათი ცნობით, შაბათსა და კვირას უფრო შესუსტდება, თუმცა არაა გამორიცხხლი, რომ ორშაბათსაც გაძლიერდეს და კიდევ გამოწვიოს მეწყერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი