ახალი ამბები

წულუკიანი: განვიხილავთ ვარძელაშვილის მოთხოვნას კომისიის წევრების აცილებაზე

26 აგვისტო, 2017 • 1748
წულუკიანი: განვიხილავთ ვარძელაშვილის მოთხოვნას კომისიის წევრების აცილებაზე

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შემრჩევი სპეციალური სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, განიხილავენ კონკურსანტის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილის წერილს კომისიის წევრების აცილებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული წერილის თანახმად, კომისიის წევრებმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთხელ გამოხატეს ნეგატიური განწყობა ვარძელაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. ასევე, გავრცელებულ წერილში ვარძელაშვილი ამბობს, რომ ამ პირებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტიც, ასევე, კონკურსი მიმდინარეობს ხარვეზებით, შესაბამისად, ითხოვს ამ წევრების აცილებას.

“კომისია რომ შეიკრიბება, განვიხილავთ ამ წერილს, სხვა წერილებთან ერთად, რომელიც გახლავთ შემოსული განსახილველად და, რა თქმა უნდა, მის არგუმენტებს, შუამდგომლობას გაეცემა პასუხი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი