ახალი ამბები

ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია თბილისში [ვიდეო]

26 აგვისტო, 2017 • 2059
ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია თბილისში [ვიდეო]

დღეს, 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე მისულმა ადამიანებამ მოითხოვეს, რომ გამოიძიონ ის ძალადობა, რომელიც თორნიკე კუსიანისა და ლევან ბერიანიძის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიციელებემა განახორციელეს.

“სასწრაფოდ გამოძონ ეს საქმე. საქმე გავქვს პოლიციურ ძალადობასთან, რაც არაერთხელ მომხდარა. დიდი იმედი გვაქვს, შევცლით იმას, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდება”, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი კიკონიშვილმა.

მათ მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები – “ნუ დადგები ძალადობის მხარეს”, “ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია”, “შეწყდეს ჰომოსექსუალი ადამიანების ტერიტორი”.

აქცია 19:00 საათზე დაიწყო და დააახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.

26 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრები – თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი თქმით, პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს.

საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ძალაუფლების გადამეტებას გულისხმობს.

თუმცა პოლიცია უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ პოლიციელებს დაკავებულებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ დ ნახეს 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები. მათი თქმით, პოლიცია უყურებდა როგორ სცემდნენ მათ თავდამსხმელები და არაფერი იღონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი